logo
ENG



"უნდა იყოს ქვეყანაში" - ღარიბაშვილმა ახსნა, რატომ არ გაუშვეს ზურაბიშვილი ევროპაში

15 მარ 202213:16
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახსნა, რატომ არ გაუშვეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში.

მისი თქმით, როცა რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს.

"მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა და მთავრობის წევრებს მიაჩნდათ და მიაჩნიათ დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმის, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე", - თქვა ღარიბაშვილმა.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში ქართული ოცნება წერს, რომ სტატუსი - მთავარსარდალი საპარლამენტო რესპუბლიკაში მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია.

გუშინ, 14 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროპაში ვიზიტზე მთავრობამ უარი უთხრა, მან კი პირადი კონტაქტები გამოიყენა.


close დახურვა