logo
ENG



"ფორმულას" ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

11 ნოე 202517:06
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/11/nyizurb0lv8ua6l.png

"ფორმულას" ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია თანამშრომლებს დღეს თათბირზე მიაწოდეს.

კუპრაშვილი რამდენიმე დღეა საზოგადოებაში არ გამოჩენილა. მისი ბოლო განცხადება მედიასთან შეეხებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფაქტს, რაც თავად კუპრაშვილმა დაადასტურა.

რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად 2023 წელს დაინიშნა.


close დახურვა