"ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს, რომ თემურ აბაზოვს სიაში ჩასმა შესთავაზეს, თავად აბაზოვი კი საპირისპიროს ამტკიცებს.
მმართველი გუნდის ნაწილი უარყოფასთან ერთად აცხადებს, რომ თუ "ოცნება" ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში "ცუდი" და "ცინიკური" არაფერია.
ცნობითვის, აბაზოვი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში იყო ბრალდებული, ის სასამართლომ გაამართლა. მაშინაც და ახლაც ოპოზიცია აცხადებს, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა.