![2022/03/21/czanc89e03o9lwq.jpeg](/uploads_script3/articles/2022/03/21/czanc89e03o9lwq.jpeg)
მარიუპოლის მერის მრჩეველი პიტერ ანდრიუშჩენკო დანებებაზე რუსეთის ულტიმატუმს და დილის 5 საათამდე ვადას პასუხობს:
"ამბობენ, რომ რუსეთი სთავაზობს მარიუპოლის მერიას, მათ მხარეზე გადავიდნენ, პასუხისთვის დრო კი დილამდე მისცეს. და რატომ უნდა ველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზადაა - ყ*ე თქვენ და არა მარიუპოლი", - დაწერა მერის მრჩეველმა.
რუსეთი მარიუპოლს კაპიტულაციას სთხოვს და ვადას უკრაინის დროით დილის 5 საათამდე აძლევს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლში "საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა" განვითარდა და ქალაქს "მაცხოვრებლების გადარჩენას" სთავაზობს, ამისთვის კი დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება, უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში.