logo
ENG



"შევთანხმდით, რომ MEGOBARI ACT-ის მიღება მნიშვნელოვანია" - ბოკუჩავა ჯო უილსონს შეხვდა

19 ივლ 202412:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/19/f88vm2c4hbkceie.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა.

უილსონი MEGOBARI ACT-ის ინიციატორია.

"ბოლო ორი დღის მანძილზე არაერთი შეხვედრა მქონდა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან. შევხვდი კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის MEGOBARI ACT-ის ინიციატორი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე მიიღო.

შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის მიღება იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შეძლოს მოქმედება და აამუშაოს სანქციები, მათ შორის ფინანსური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც პირების, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და საბოტირებენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს" - თქვა ბოკუჩავამ.


close დახურვა