საფეხბურთო კლუბ ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად გერმანელი ტომას ტუხელი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ფრენკ ლამპარდის ადგილი დაიკავა. ინფორმაციას "ჩელსის" ოფიციალური Facebook-ის გვერდი ავრცელებს.
"ჩელსიმ" ლამპარდი გუშინ, 25 იანვარს ბოლო დროს კლუბის ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლა.
ტუხელის ბოლო სამუშაო ადგილი "პსჟ" იყო, საიდანაც ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.