საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ინფორმაციას ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს.
ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.