logo
ENG



"ჩვენი ქვეყნის დასრულებას არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს" - ზელენსკის მიმართვა ჰოსტომელიდან

24 თებ 202416:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/24/bibkd0hk5cop64d.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ ჰოსტომელში ჩავიდა.

ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს ის ადგილია, სადაც კიევის "სამ დღეში აღება" უნდა დაწყებულიყო. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელებს, რომლებიც ორი წელია რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის გამარჯვებისთვის იბრძვიან.

"დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ომის დასრულება ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს სურს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასრულებას არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს.

ამიტომ, ომის დასრულების შესახებ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ვამატებთ - ჩვენი პირობებით. ამიტომ, სიტყვა მშვიდობის გვერდით ყოველთვის ჟღერს - სამართლიანი. ამიტომ მომავალში სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა - დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს", - ამბობს ზელენსკი.

დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა