logo
ENG



"ძირითადად ბუნკერში არიან" - გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზელენსკიზე

11 მარ 202215:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/6s6ozzdg9yioxj0.jpg

"ძირითადად ბუნკერში არიან" , - ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე. 

რაზმაძე ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა "უმრავლესობით არჩეული ხელისუფლება არასწორად გააკრიტიკეს", რის გამოც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. 

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ ზელენსკი გარეთ ვერ გამოდის თავმჯდომარემ უპასუხა:

"ძირითადად ბუნკერში არიან, თქვენც კარგად იცით". 

8 მარტს გორის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე აღარ მაქვს კარგი წარმოდგენა":

"უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე აღარ მაქვს კარგი წარმოდგენა, იმიტომ, რომ როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, ამ დროს რაღაცა თემებით არიან დაინტერესებული. მიხედეთ იქ უკრაინაში... 45-მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია".


close დახურვა