logo
ENG



"ძმებს შორის კონფლიქტში ჩაერთო" - დის მკვლელობისთვის კაცს ბრალდება წარედგინა

28 ოქტ 202218:23
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ძმასთან. ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო.

"აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია პროკურატურის ინფორმაციაში. 


close დახურვა