logo
ENG



"ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი" - სტენსილის გამო ორი აქტივისტი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

01 დეკ 202013:18
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/01/0vnbaa21a6gb5mr.jpg

კოჯრის გვირაბთან, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ივანიშვილზევე სტენსილის გაკეთებისთვის ორი აქტივისტი - თამთა გოგოლაძე და შუშანა მაცაბერიძე - 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. 

მათ წარწერა "ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი" 21 ნოემბერს გააკეთეს. თამთა გოგოლაძე ამბობს, რომ  კედელი, სადაც წარწერა გაკეთდა, პოლიციამ კულტურული მემკვიდრეობის ზონად მიიჩნია. 

"საპატრულოდან დამირეკეს. კოჯრის გზაზე, გვირაბში 21 ნოემბერს წარწერა გააკეთეთო და ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია შედის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, თქვენ დაჯარიმებული ხართ 1000 ლარით და რადგან ტელეფონზე გესაუბრებით და მისმენთ, ოქმი ავტომატურად ითვლება ჩაბარებულად, შეგიძლიათ 10 დღის ვადაში გაასაჩივროთო", - წერს თამთა გოგოლაძე ფეისბუქზე. 


close დახურვა