logo
ENG



"ჰქონდეს სია, შენ რა ხელი გეშლება", - ბათუმის უბნებთან ოცნების სავარაუდო კოორდინატორები

31 ოქტ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

აჭარაში, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსში სავარაუდოდ ქართული ოცნების კოორდინატორები არიან მობილიზებული. ფორმულას ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დგას საარჩევნო უბანთან მობილიზებული სიებით, ერთ-ერთი სავარაუდო კოორდინატორი პასუხობს: " რა თქვენი საქმეა მე ვინა ვარ? მაქვს უფლება ჩემი ამომრჩეველი მოვა თუ არა, ეგ შევამოწმო".

მეორე სავარაუდო კოორდინატორმა კი ფორმულას ჟურნალისტს ეუბნება: "მერე ჰქონდეს სია. თავის ხალხს თუ აღნიშნავს, აღნიშნოს, შენ რა ხელი გეშლება.

ერთ-ერთი დამკვირვებლის ცნობით, მიკროავტობუსში მობილიზებული სავარაუდო კოორდინატორები მოხუცებულ ამომრჩეველს ოცნებისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ. 


close დახურვა