logo
ENG



"Leopard-ის ოჯახს ვუერთდებით" - შვედეთი უკრაინას ტანკებს გადასცემს

24 თებ 202318:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/24/vh9069wmdy9k0yn.jpg

შვედეთი უკრაინას ტანკებს გადასცემს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის ულფ კრისტერსონი ტვიტერზე წერს.

"შვედეთი უერთდება "Leopard-ების ოჯახს" უკრაინის მხარდასაჭერად, შვედური Leopard 2 ტანკების მეშვეობით. დღევანდელი სამხედრო პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო თავდაცვის დამატებით კომპონენტებს. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ომი მოიგოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. მთელ მსოფლიოში უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და გმობენ კრემლის აგრესიას.

უკრაინის დროშის ფერებში განათდა სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები.

 


close დახურვა