logo
ENG



"შეცვალემ" "ქართული ოცნების" შენობის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა

30 ივლ 202021:05
3 წუთის საკითხავი
clock 563
"ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "შეცვალე" საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მმართველი გუნდის ოფისთან "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. მათი თქმით, სწორედ ამ შენობიდან იმართება ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.

"ქართული ოცნება" არის დამნაშავე რეჟიმი, ვინაიდან მათ ჰყავთ პოლიტპატიმრები, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ. გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ყველას, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას არ აპირებს და უთხრა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე დაშინების, ძალადობისა და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ჩაივლის, 8 მარტის შეთანხმება კი ამის წინააღმდეგ იყო", - განაცხადა "შეცვალეს" წევრმა, ნიკა ფარულავამ.

აქციაზე იმყოფებიან რურუას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრებიც.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

close დახურვა