logo
ENG



РДК-ს მეთაურის თქმით, ყოფილმა ვაგნერელმა პროუკრაინულ ჯგუფში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა

12 ივნ 202309:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/dgyfqw08sj15qto.png

რუსულ მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაური დენის კოპუსტინი [WhiteRex] აცხადებს, რომ 11 ივნისს, სამხედრო ტყვეების გაცვლის დროს, ყოფილმა ვაგნერელმა პროუკრაინულ ჯგუფში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.

კაპუსტინის თქმით, ის ტყვეების გაცვლის პროცესს ესწრებოდა, რა დროსაც ყველა სამხედროს РДК-ში ნებაყოფლობით გაწევრიანება შესთავაზეს.

"ერთ-ერთმა ტყვემ, ვლადისლავ იზმაილოვმა, რომელიც მანამდე ვაგნერის რიგებში იბრძოდა, გაცვლაზე უარი თქვა და РДК-ში გაწევრიანება ისურვა. შესაბამისი შემოწმებების შემდეგ სიამოვნებით მივცემთ ვლადს ჩვენს რიგებში ბრძოლის შესაძლებლობას", - თქვა მან.

კაპუსტინიმა ისიც აღნიშნა, რომ ტყვეების გაცვლის დროს, რუსულ მხარეს გადასცეს ის სამხედროები, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში დააკავეს.

გუშინ, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინულმა მხარემ სამშობლოში 95 სამხედრო დაიბრუნა


close დახურვა