logo
ENG



Українська правда: მოსკოვის მახლობლად, სარაკეტო ელექტრონიკის საწარმო იწვის

01 სექ 202312:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/01/c37s8x8f6o0v7xi.jpg

მოსკოვის მახლობლად მდებარე ლიუბერცის რაიონში, უკრაინული უპილოტო საფერნი აპარატის თავდასხმის შედეგად, სარაკეტო ელექტრონიკის საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Українська правда უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში უარყოფენ მოსკოვის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვში დრონის მორიგი თავდასხმა წარმატებულად აღკვეთა.

გამოცემას წყარო თავდაცვის სამინისტროდან უდასტურებს, რომ დრონმა დანიშნულების ადგილს მიაღწია და ხანძარი ახლაც გრძელდება ლიუბერცში მდებარე ტომილინსკის ელექტრონული ქარხნის სამეცნიერო-საწარმოო სახელოსნოში.

"GUR-ის ოპერაცია წარმატებული იყო, გაგრძელება იქნება", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს დილით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავის Telegram-ის არხზე განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მიმართული მორიგი თავდასხმა აღკვეთა.

"ლუბერცის მახლობლად, მოსკოვში დრონის კიდევ ერთი შეტევა აღკვეთეს. ინციდენტმა მსხვერპლისა და დაზიანებების გარეშე ჩაიარა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ", - განაცხადა მოსკოვის მერმა.


close დახურვა