Эха Кавказа-ს ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე რუსული კლინიკა "ჩაიკა" გაიხსნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის სიძის, ვალენტინ იუმაშევის ქალიშვილს, პოლინა იუმაშევას ეკუთვნის.
ეს არის ჩაიკას პირველი სამედიცინო ცენტრი საზღვარგარეთ. ინვესტიციების მოცულობამ 200 ათასი დოლარი შეადგინა.
იუმაშევა არის Rusal-ის დამფუძნებლის, მილიარდერის ოლეგ დერიპასკას ყოფილი მეუღლე.
2018 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ოლეგ დერიპასკას და მის მიერ კონტროლირებად რიგ კომპანიებზე.
2022 წლიდან დერიპასკა ექვემდებარება სანქციებს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და რიგი სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.