logo
ENG



აბასთუმნის ტყეში ხანძარია

13 ივნ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 
0pyfu949ufjr64d.jpg

აბასთუმნის ტყეში ხანძარია - იწვის წიწვოვანი ტყის მასივი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის ჩასაქრობად 65 მეხანძრე მუშაობს - მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენიც.

„ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორციელეს წყლის 10 დასხმა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", - ვკითხულობთ სამსახურის განცხადებაში.


close დახურვა