logo
ENG



აბაშაში, მდინარე რიონში 12 წლის ბავშვს ეძებენ

22 აგვ 202111:37
3 წუთის საკითხავი
 

აბაშაში, მდინარე რიონში 12 წლის ბავშვს ეძებენ. 

მოზარდი სოფელ გულიანკარში ცხოვრობდა. ის კიდევ 3 ბავშვთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ იყო, რა დროსაც წყლის ძლიერმა დინებამ გაიტაცა. 

შემთხვევა 21 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. 

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა და მისვლის შემდეგაც არ დაუწყიათ სათანადო სამუშაოები. 

ბავშვს ადგილობრივი მოსახლეობა თავისი ძალებით ეძებდა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა რეგიონის სამაშველო ბრიგადა.

ძებნის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


close დახურვა