logo
ENG



აბაშაში დააყაჩაღეს ცოლ-ქმარი, რომლებიც ბაზარში ყველის ჩასაბარებლად მიდიოდნენ

03 დეკ 202318:28
3 წუთის საკითხავი
clock 2883
აბაშაში დააყაჩაღეს ცოლ-ქმარი, რომლებიც ბაზარში ყველის ჩასაბარებლად მიდიოდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტეის სოფელ სეფიეთში დააყაჩარეს ცოლ-ქმარი, რომლებიც საკუთარი სადისტრიბუციო მანქანით ბაზარში ყველის ჩასაბარებლად მიდიოდნენ.

მძარცველებმა მხოლოდ მობილური ტელეფონების წაღება მოახერხეს, რადგან ცოლ-ქმარს ფული თან არ ჰქონდა.

დაზარალებულის ახლობლების ცნობით, ცოლ-ქმარს ფიზიკური დაზიანებები აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.


close დახურვა