logo
ENG



აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ

02 აგვ 202101:29
3 წუთის საკითხავი
 
აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ
ფორმულა

აბაშაში, სოფელ ქოლობანში თხილის საკრეფად წასული კაცი გაუჩინარდა.

ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან იყო წასული, მუშაობის პროცესში ის ჯგუფს ჩამორჩა და მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. არსებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე მისი მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები იპოვეს.

დაკარგულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების თქმით, კაცს არავისთან ჰქონია კონფლიქტი. ამ წუთებში აბაშის პოლიციის განყოფილებაში მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა