თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე გარდაცვლილები იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციაა მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ადგილობრივი მცხოვრების ცნობით, ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაზუსტებთ. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
