აბაშაში ცივი იარაღით კაცი დაჭრეს. შსს-ს ცნობით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე დაკავებულია ერთი ადამიანი. ის დანაშაულს აღიარებს.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.