logo
ENG



აბაშაში მოზარდს მდინარეში ეძებენ

21 აგვ 202122:05
3 წუთის საკითხავი
 
აბაშაში მოზარდს მდინარეში ეძებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში 12 წლის მოზარდს მდინარეში ეძებენ. ფაქტს ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სათევზაოდ იყო წასული. სანაპიროს ნაწილი მოსწყდა და მოზარდი მდინარეში ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოზარდის ძებნა ზარის შესვლისთანავე დაიწყო. სამუშაოებში ჩართულია ტექნიკაც, მათ შორის, დრონი. ოჯახი ითხოვს, რომ სამძებრო სამუშაოები ღამით არ შეწყდეს.


close დახურვა