განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ფორმულას ცნობით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა. მანამდე მდინარის ნაპირზე მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი იპოვეს.