logo
ENG



აბესაძე გახარიაზე: ყველაფრის პოლიტიკურ დებატში გადატანას ცდილობდა

29 მაი 202021:40
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აფასებს.

მისი განცხადებით, გიორგი გახარიას სათქმელი არაფერი არ ჰქონდა, შესაბამისად ის ყველაფრის პოლიტიკურ დებატებში გადატანას ცდილობდა. 

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობდა მინიმალურად ჩართულიყო პოლიტიკურ დემაგოგიაში და გიორგი გახარიასთვის საშუალება არ მიეცა კითხვებისთვის თავი აერიდებინა. 

„ტონი გახარიას ჰქონდა ისეთი, როდესაც არაფერი სათქმელი საზოგადოებისთვის არ გაქვს, როდესაც შენგან ბევრს ელიან და ბევრი მოგეთხოვება. გვაქვს უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, ვნახეთ ეკონომიკური ზრდის კატასტროფული შედეგები, კერძოდ აპრილის თვის -16,6 პროცენტი, რაშიც კოვიდ 19-ის პანდემიასთან ერთად რა თქმა უნდა ხელისუფლების ზოგიერთი არაგონივრული და აბოსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯიც არის დამნაშავე. ვგულისხმობ ეკონომიკური საქმიანობის ერთი ხელის მოსმით ჩაკეტვას. დღემდე გაუგებარია ონლაინ გაყიდვები რატომ შეიზღუდა კონკრეტული პროდუქციის.

მძიმე ფონზე როდესაც საზოგადოებისთვის არაფერი გაქვს სათქმელი და კონკრეტული შეკითხვებია დასმული შენს წინაშე, რომელზედაც პასუხი არ გაგაჩნია, ცდილობ ეს ყველაფერი პოლიტიკურ დებატში გადაიტანო. 

ჩვენ დღეს პოლიტიკური კითხვები არ გვქონია, ხაზგასმით ვეცადეთ, რომ მინიმალურად ჩავრთულიყავით მატ პოლიტიკურ დემაგოგიაში და არ მიგვეცა მისთვის საშუალება თავი აერიდებინა იმ კონკრეტული შეკითხვებისთვის რაც გვქონდა და რაშიც ჩვენ ვამხილეთ ტყუილში“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.  


close დახურვა