logo
ENG



აბულის მთაზე მეხის დაცემის შედეგად ასობით ცხვარი დაიხოცა

11 აგვ 202115:15
3 წუთის საკითხავი
 
აბულის მთაზე მეხის დაცემის შედეგად ასობით ცხვარი დაიხოცა
კადრი ვიდეოდან / Jnews

აბულის მთაზე მეხის დაცემის შედეგად 530 სული ცხვარი დაიხოცა. როგორც გამოცემა Jnews წერს, შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნოდა, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი - ფერმერებს კახეთიდან.

ფერმერი ტამბოვკიდან ნიკოლაი ლევანოსი ამბობს, რომ აბულის მთაზე საძოვრად ჯამში 1 500 ცხარი იყო. შემთხვევის დღეს კი მწყემსმა აცნობა, რომ ფარას მეხი ორჯერ დაეცა. საერთო ჯამში, 530 სული პირუტყვი დაიღუპა, აქედან 160 ნიკოლაის ეკუთვნოდა.


close დახურვა