ასეულობით ტონა კარტოფილი ნაგავსაყრელზე. სამცხე-ჯავახეთში ფერმერები იმ ბოსტნეულს ყრიან, რომელიც ვერ გაყიდეს. კარტოფილის ფასი გაზაფხულზე 7 თეთრამდე დაწიეს, მაგრამ ადგილობრივების მოსავალს მყიდველი მაინც არ გამოუჩნდა. ადგილობრივებს პროდუქცია ულპებათ, ამ დროს კი საქართველოში ყველაზე მეტი კარტოფილი რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის.