logo
ENG



ადამიანის უფლებათა საბჭომ უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოძიება რეზოლუციით მოითხოვა

12 მაი 202222:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/xb5v86tl57kpadh.jpg

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დღეს გამართულ 34-ე სპეციალურ სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებულ სიტუაციას ეხება.

საბჭომ რეზოლუციით მოითხოვა შეიქმნას დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც მისი მანდატისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობით ჩაატარებს გამოძიებას.

საბჭომ დააკონკრეტა, რომ კომისიამ გამოძიება კიევში, ჩერნიჰივში, ხარკივსა და სუმის რეგიონებში თებერვლის ბოლოდან მარტის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე უნდა ჩაატაროს, მათ შორის გენდერულ ჭრილში და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დააკისროს.

ადამიანის უფლებათა საბჭომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეწყვეტა კიდევ ერთხელ მოსთხოვა.

რეზოლუციით, რომელსაც მხარი 33-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი საბჭომ რუსეთს მოუწოდა რომ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ინსტიტუციებს, მათ შორის გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოებს დაუყოვნებლივ და დაბრკოლებების გარეშე მისცეს შეუზღუდავი და უსაფრთხო წვდომა იმ ხალხთან ვინც უკრაინის დაზარალებულ რეგიონებიდან გამოიყვანეს და რუსეთის ფედერაციის ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაიყვანეს. ადამიანის უფლებათა საბჭო ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ იძულებით გადაყვანილი ადამიანებისა და მათი მდგომარეობის შესახებ შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდონ.

რეზოლუციას მხარი 2-მა ქვეყანამ არ დაუჭირა: ჩინეთმა და ერიტრეამ. სხდომას კი 12 ქვეყნის წარმომადგენელი არ ესწრებოდა.


close დახურვა