logo
ENG



ადგილობრივი აქტივისტის ინფორმაციით, ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი 5 დღით იხსნება

21 აპრ 202211:19
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ახალგორის გზა 5 დღით იხსნება. ინფორმაციას ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, გზა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობისა და საშვების მქონე მოსახლეობისთვის იხსნება.

მოგვიანებით, ე.წ. გადასასველი პუნქტის გახსნა დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. 

ე.წ გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაიკეტა, რის შემდეგაც მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა. ამის შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა.

საქართველოს პოლიციამ საგუშაგო პუნქტი ხაშურის სოფელ ჩორჩანაში განათავსა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტი ბიბილოვი აცხადებდა, რომ საქართველოს შსს-მ საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განათავსა და მის აღებას მოითხოვდა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა საგუშაგოს განთავსებამდე ოკუპირებული ახალგორი ჩაკეტა.

აღსანიშნავია, რომ ახალგორში ე.წ არჩევნებში ბიბილოვის ოპონენტმა, ალან გაგლოევმა ბიბილოვზე 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევის ე.წ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი ახალგორელებისთვის საგუშაგოს გახსნის დაპირება იყო. 


close დახურვა