logo
ENG



ადვოკატის თქმით, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

27 ივლ 202522:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/27/jo5tq999glbuo7e.jpg

ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თანახმად, პროევროპული აქციების მონაწილის, ექიმ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. 

ადვოკატის თქმით, განაჩენის გადადების მიზეზად - მოსამართლის სათათბიროდ გასვლა დაუსახელეს. მისივე თქმით, თარიღს მოგვიანებით აცნობებენ.

განაჩენი ხვალ, 28 ივლისს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

2024 წლის 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.

გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

გიორგი ახობაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ მის მიმართ განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება.  


close დახურვა