logo
ENG



ადვოკატის ცნობით, რუსთავის N6 ციხეში 90-მდე პატიმარი შიმშილობს

26 აგვ 202212:30
3 წუთის საკითხავი
 

პატიმრები რუსთავის დაწესებულებაში მასობრივად შიმშილობენ და შველას ითხოვენ. მსჯავრდებულები ციხის ადმიონისტრაციას არაადამიანური და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ადანაშაულებენ. მსჯავრდებულები ციხიდან გამოგზავნილ წერილში ასახელებენ ციხის თანამშრომლებს, ვინც მსჯავრდებულებს გაუსაძლის პირობებში ამყოფებს. სწორედ ამ ერთობლივ წერილთან დაკავშირებით გუშინ პენიტენციურმა დაწესებულებამ განცახდება გაავრცელა სადაც ნათქვამია რომ მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. 


close დახურვა