logo
ENG



ადვოკატი: მალე ბაჩალიაშვილის საქმეში ჩვენებებს გავასაჯაროებ

05 სექ 202016:21
3 წუთის საკითხავი
 
ადვოკატი: მალე ბაჩალიაშვილის საქმეში ჩვენებებს გავასაჯაროებ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში საქმეში არსებულ ჩვენებებს გაასაჯაროებს, რითიც დაამტკიცებს, რომ პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობს. 

რამიშვილი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარმა, დეა კაპანაძემ გამოძიებას რამდენჯერმე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 

მისი განცხადებით, დეა კაპანაძის პირველი ჩვენების მიხედვით, ბაჩალიაშვილმა იმის შესახებ, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა, მის კლასელს, ანა ჭანკვეტაძეს უთხრა და მას ამის შესახებ ინფორმაცია მისგან აქვს. თუმცა, შემდეგ კაპანაძემ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ბაჩალიშვილმა თვითმკვლელობაზე არა კლასელს, არამედ პირდაპირ მას უთხრა. 

"გამოძიება კი არ ეხმარება, გამოძიება იყენებს დეა კაპანაძეს, როგორც სურს და ცდილობს, გაამყაროს აზრი, ვითომ თვითმკვლელობაზე არის საუბარი და მაგ ჩვენებებს ზუსტად ნახავს სულ ყველა". - თქვა ადვოკატმა რამიშვილმა. 

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის მანქანაში მედიკამენტები აღმოჩნდა. პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტები მანქანაში აღმოჩენილის იდენტურია. ასევე, გუშინ, 4 სექტემბერს გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში წამლები იყიდა. 

მის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას წამლები თვითმკვლელობის მიზნით არ შეუძენია და ამ მედიკამენტების ყიდვა აიძულეს. 


close დახურვა