პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. შესაბამის განცხადებას ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
გამოძიება დაახლოებით 1 თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატა ვიბლიანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვების გავრცელება დაიწყო, სადაც აცხადედა, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ 3 თანასოფლელს სდებს.
