საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა სალომე ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად 30 აგვისტოს განკარგულებით დანიშნა. ადმინისტრაციის უფროსი ნათი სულავა თავის განცხადებაში არ განმარტავს, კრიტიკის მიუხედავად რატომ მოაწერა ზურაბიშვილმა ხელი ბაქრაძის წარდგინებას.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული სამსახურის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს", - ამბობს სურმავა.
გარდა ამისა, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შევიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე.
დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას პრეზიდენტმა თავის დროზე, ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ აშშ-ში მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. ამ ფაქტს ქართული ოცნებასა და ზურაბიშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა.