logo
ENG



პარაგვაის პრეზიდენტი პედრო ალიანა გახდა, ყოფილ პრეზიდენტს კი შინაპატიმრობა მიუსაჯეს

07 ნოე 202611:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/07/mxs9jn9qk4fip6j.png

პარაგვაის ახალი პრეზიდენტი პედრო ალიანა გახდა, ყოფილ პრეზიდენტს კი შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

ყოფილ პრეზიდენტ სანტიაგო პენიას ქვეყნის სენატმა იმპიჩმენტი გამოუცხადა.

სანტიაგო პენია შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. პენია ბრალდებებს უარყოფს.

პარაგვაიში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ, რაც ციფრულმა ბანკმა, Ueno Bank-მა ფინანსური კოლაფსი განიცადა. ბანკის მომხმარებლები თავიანთ საბანკო ანგარიშებზე წვდომის გარეშე დარჩნენ. სანტიაგო პენია გასულ წლამდე ბანკის მფლობელი კომპანიის აქციონერი იყო.

პენიამ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შესახებ ხუთშაბათს გამოაცხადა, თუმცა სენატმა გადადგომის შესახებ მისი განაცხადის მიღების ნაცვლად, მხარი იმპიჩმენტის გამოცხადებას დაუჭირა.


close დახურვა