logo
ENG



ავარია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შესასვლელში

15 აპრ 202018:40
3 წუთის საკითხავი
 
r459hu0a7lsvnad.png

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

როგორც ფორმულას შს სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.


close დახურვა