ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, "რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".