logo
ENG



ავსტრალიაში აქციაზე სოციალური დისტანცირების დარღვევის გამო 10 ადამიანი დააკავეს

10 მაი 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

ავსტრალიაში შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა. დემონსტრანტები ქალაქ მელბურნში, ვიქტორიის შტატის პარლამენტთან შეიკრიბნენ. 

სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის სამართალდამცველებმა განყოფილებაში 10 ადამიანი გადაიყვანეს. დაკავებულებს ათას 600 დოლარამდე ჯარიმა ემუქრებათ.

მკაცრ ზომების მოხსნას ავსტრალიის ხელისუფლება ივლისამდე ეტაპობრივად გეგმავს, თუმცა ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო პროცესი ვიქტორიის შტატში დროებით გადაიდო. 


close დახურვა