ავსტრალიის მინისტრთა კაბინეტი კოლეგის ტექსტის პასუხის მოლოდინშია. ქვეყნის ფინანსთა მინისტრს კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ჯოშ ფრაიდენბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განუწყვეტლივ ახველებდა.
ამის გამო პოლიტიკოსმა მიმართვა რამდენჯერმე შეწყვიტა და წყალი დალია. ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, მანამდე კი მინისტრი თვითიზოლაციაში დარჩება.