logo
ENG



ქართული ოცნება: ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა

01 აგვ 202421:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/masoxok5im58rj7.jpg

ქართული ოცნების პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.

პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, სწორედ ამის გამო დააგვიანდა ბიძინა ივანიშვილს ოლიმპიადის მედალოსნებისთვის მისალოცი წერილის გამოქვეყნება.

პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ქართული ოცნების პრესსამსახური განმარტავს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს 2 კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა. ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა