logo
ENG



ავსტრიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, ის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

01 თებ 202315:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/0kth44lgfrypk64.png

ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვან დერ ბელენი კიევში ჩავიდა. მისი თქმით, ის დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

"ჩავედი კიევში. თითქმის ერთი წლის ომის შემდეგ უკრაინა დავიწყებული არ არის. პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის მამაც ხალხთან ერთად ჩვენ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს." - წერს Twitter-ზე.

ავსტრიის პრეზიდენტი ბუჩაშიც იმყოფებოდა.

"აქ, ბუჩაში, მე ვგლოვობ ამ საშინელი დაპყრობითი ომის შედეგად განადგურებული თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. ეს დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ, ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არ უნდა იყოს დავიწყებული და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს." - წერს ალექსანდრე ვან დერ ბელენი.


close დახურვა