logo
ENG



ავსტრიის საგარეო: კანონის მიღება არასწორი მიმართულებით გადადგმული საგანგაშო ნაბიჯია

29 მაი 202411:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/29/4ghuaa1n7nhyt71.jpg

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოსთვის "საგანგაშო" ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას არასწორი მიმართულებით წაიყვანს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ეს არის საგანგაშო ნაბიჯი, რომელიც მიმართულია არასწორი მიმართულებით.

ეს უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა