logo
ENG



ავსტრიული კომპანია ფორმულასთან ადასტურებს, რომ ბაჩალიაშვილთან თანამშრომლობდა

22 ივლ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

"ფორმულანიუსმა" გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის უცხოელ დამსაქმებელს მიაკვლია. ავსტრიული კომპანიის „SPRY FLASH“-ის წარმომადგენელი ფორმულასთან ადასტურებს, რომ ბაჩალიაშვილთან თანამშრომლობდა. თამარი მათ კომპანიაში სუბკონტრაქტორი იყო, წერდა კომპიუტერულ პროგრამებს, თუმცა 21 თებერვლის შემდეგ საქმიანი კომუნიკაცია ქალთან არ ჰქონიათ. 

სამართალდამცველები იმ ქართულ კომპანიაში, სადაც 23 წლის ქალი მუშაობდა, დღეს კომპიუტერების ამოსაღებად მივიდნენ. კომპანია "ზეგ" თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. გარდაცვლილის ყოფილი ხელმძღვანელი მომხდარის ოფისთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ წასვლის მიზეზი ბაჩალიაშვილის ორი სამსახურის შეუთავსებლობა იყო. მეორე დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია კი ამ დრომდე არავის აქვს, მათ შორის არც ოჯახს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზებზე ოფიციალურ სტრუქტურებს ჯერ ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ დრომდე მხოლოდ ის ვიცით, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში იპოვეს.


close დახურვა