საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრმა მგზავრი დაჭრა.
როგორც სხვა მგზავრები ჰყვებიან, კაცმა მეორე მგზავრი შენიშვნის მიცემის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირებისას დაჭრა. კერძოდ, 2-ჯერ ესროლა.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტში 65 წლის კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს. დაპირისპირება 15-20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც 65 წლის ოთხჯერ ნასამართლევმა (მისივე თქმით) კაცმა, ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს. პოლიცია ავტობუსის გაჩერებიდან 6-7 წუთში მივიდა დანაშაულის ადგილზე, ხოლო ადამიანი, რომელმაც მიზანმიმართულად ორჯერ გაისროლა მეორე ადამიანის მისამართით ადგილიდან მშვიდად და აუღელვებლად მიიმალა", - წერს მოქალაქე ანა ქართლელიშვილი Facebook-ზე.