logo
ENG



ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - მანქანა ბავშვს დაეჯახა

02 მაი 202021:25
3 წუთის საკითხავი
 
nqbxjapz74utl8w.jpg

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ ბავშვს დაეჯახა. 

"ფორმულას" ინფორმაციით, ბავშვი ამავე ქუჩაზე ცხოვრობს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იგი საავტომობილო გზაზე იყო გადასული. მძოლს ადგილი არ დაუტოვებია და იგი პოლიციას თავად ჩაბარდა. 

იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს. 


close დახურვა