logo
ENG



ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

06 მარ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აჭარბებს. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ქაბულში მემორიალური ცერემონიის დროს გახსნეს, რომელიც შიიტი ლიდერის მკვლელობის 25-ე წლისთავს ეძღვნებოდა.

ცერემონიას გავლენიანი ავღანელი პოლიტიკოსი აბდულა აბდულაც ესწრებოდა. ის თავდასხმას უვნებელი გადაურჩა, თუმცა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ეჭვმიტანილებს შორის ამ დრომდე გრძელდება. ეს დოჰაში შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ქაბულში მომხდარი პირველი თავდასხმაა. თალიბებმა მომხდართან კავშირი უკვე უარყვეს. 


close დახურვა