ავღანეთში, ქალაქ კუნდუზში მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, ეს იყო აფეთქება, რომელსაც ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარებმა ქვეყანა დატოვა და სათავეში თალიბანი მოვიდა.
გამოცემა Al Jazeera-ს ცნობით, აფეთქება იყო სუიციდური - თავდამსხმელი მეჩეთში ლოცვის დროს შეიპარა და მლოცველები საკუთარ თავთან ერთად სასიკვდილოდ გაწირა.
შემთხვევის შედეგად ჯამში დაშავებულია 100-მდე ადამიანი.
ამ დროისთვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ეჭვი ისლამისტურ შიიტურ დაჯგუფებაზე არსებობს.