logo
ENG



ყაზახეთმა თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

04 ივნ 202417:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/04/eo88dxwwlj7ld2q.jpg

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობამ თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.

"ყაზახეთმა თალიბანის რეჟიმი ტერორისტების სიიდან ამოიღო, რათა თანამედროვე ავღანეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდეს და გავიაზროთ, რომ ეს რეჟიმი გრძელვადიანი ფაქტორია",- თქვა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

თოყაევი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყაზახეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა  რეგიონთაშორის კავშირებში ავღანეთის აქტიური ჩართვაა.

ამასთან, აპრილში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღება ურჩიეს

ბოლო წლებში რუსეთმა და თალიბანმა მჭიდრო კავშირების დამყარება დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად დაასახელა.


close დახურვა