ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ჯარისკაცი დაიღუპა.
თავი 2-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. სამიზნე სამხედრო ბაზა და პროვინციის ხელმძღვანელი იყვნენ.
დაშავდა 24 სამხედრო მოსამსახურე.
თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა როიტერთან მომხდარზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა.
ბოლო რამდენიმე თვეში ავღანეთში არაერთი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, რომელიც ოფიციალურ ქაბულსა და თალიბებს შორის მიმდინარეობს.